Belive

ბაიერნის პრეზიდენტი: ,,თუ ტურნირებს არ მოვიგებთ, კეინის ტრანსფერი 100 მილიონ ევროზე მეტი არ დაგვიჯდება''

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის ,,ბაიერნის'' პრეზიდენტმა, ჰერბერტ ჰაინერმა, ჰარი კეინის სატრანსფერო თანხაზე ისაუბრა:

,,მომდევნო სეზონებში თუ რამდენიმე ტურნირს არ მოვიგებთ, კეინი 100 მილიონი ევრო არ დაგვიჯდება. ბონუსების გარეშე თანხა 100 მილიონზე ნაკლები იქნება.

ჰარი ძალიან ფრთხილად მუშაობს და ყურადღებას არაერთ დეტალს აქცევს, მათ შორის ჯანმრთელობასა და კვებას. იმედი მაქვს, რომ ასეთ დონეზე კიდევ ბევრი წლის განმავლობაში ითამაშებს.

ჩვენ დიდი ინვესტორი არ გვყავს. თითოეულ ცენტს თვითონ ვშოულობთ და არც ვალები გვაქვს. თავად ავაშენეთ ,,ალიანც არენა'', ერთი მხრივ ეს საამაყოა, მეორე მხრივ კი, ძალას გვაძლევს, რომ ბაიერნის გზაზე ვიაროთ.

დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია, ყველა გამოწვევას კარგად გავუმკლავდეთ.'' - ჰერბერტ ჰაინერი

სადებიუტო სეზონში ჰარი კეინის ანგარიშზე ,,ბაიერნის'' მაისურით ჩატარებულ 8 შეხვედრაში 9 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები