Belive

ბაიერნის ამომავალმა ვარსკვლავმა ჩემპიონთა ლიგაზე უნიკალური რეკორდი დაამყარა

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში ბაიერნი სპორტინგს დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.

რეკორდმაისტერის რიგებში მორიგი გოლი გაიტანა 17 წლის ლენარტ კარლმა, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის რეკორდი დაამყარა. ლენარტ კარლი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 3 მატჩში შეძლო გოლის გატანა.

17 წლის ვარსკვლავმა ბრიუგეს, არსენალსა და ახლა უკვე სპორტინგს გაუტანა.

ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურის მატჩს ბაიერნი 22 იანვარს, უნიონ სენ-ჟილის წინააღმდეგ გამართავს და კარლს კარგი შანსი ექნება, რომ საკუთარი შედეგი გააუმჯობესოს.

სხვა სტატიები