Belive

ბაჰრეინის მწვრთნელი: "პენალტი არ იყო დასანიშნი"

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბაჰრეინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დრაგან ტალაიჩმა, საქართველოსთან მარცხის (2:0) შემდეგ, პრესკონფერენცია გამართა და მატჩი შეაფასა.

უპირველეს ყოვლისა ვულოცავ საქართველოს და მათ მწვრთნელს. ვცდილობდით საუკეთესო თამაში გვეჩვენებინა, თუმცა ამის საშუალება მეტოქემაც უნდა მოგცეს. ძირითადი ნაწილი დაცვაში გავატარეთ, დავუშვით შეცდომა და გოლიც მივიღეთ - ამან თამაშის მსვლელობა შეცვალა.

ვფიქრობ, რომ პენალტი დასანიშნი არ იყო - საერთო ჯამში, ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, მათ ითამაშეს გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავს. - განაცხადა დრაგან ტალაიჩმა

რუმინეთთან ფრისა (1:1) და ბაჰრეინთან გამარჯვების (2:0) შემდეგ, ნაკრები დაისვენებს და შემოდგომისთვის, ერთა ლიგის მატჩებისთვის მოემზადება. B დივიზიონში პირველ და მეორე მატჩებს (25 და 28 სექტემბერს) ჯერ ჩრდილოეთ ირლანდიასთან, შემდეგ კი უკრაინასთან ჩავატარებთ (ორივე სახლში).

სხვა სტატიები