Belive

აზერბაიჯანულ კლუბს თემურ ქეცბაიას გადაბირება სურს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ყოფილი და ამჟამად კვიპროსული "ანორთოსისის" მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია შესაძლოა ბაქოს "ნეფთჩიში" დასაქმდეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს და წერს, რომ მას შემდეგ, რაც ფამაგუსტელები ევროსარბიელზე ვერ მოხვდნენ და 2022/2 წლების სეზონში საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, ქართველი სპეციალისტი გუნდის დატოვებას აპირებს. ამის შემდეგ გავრცელდა ცნობა, რომ აზერბაიჯანული კლუბის ხელმძღვანელობა ევროპაში გაემგზავრა, რათა ქეცბაიას შეხვდეს და მოლაპარაკებების პროცესი დაიწყოს. 54 წლის ქეცბაია "ანორთოსისში" 2019 წელს დაბრუნდა და გუნდთან ერთად კვიპროსის თასის მოგება და ევროპის კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.  

სხვა სტატიები