Belive

"მამარდაშვილი, ჩაკვეტაძე და კვარაცხელია - საქართველოს პროექტი ოპტიმისტურია" - ესპანური მედიის გამოხმაურება წილისყრაზე

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შემდეგ, ესპანურმა მედიამ საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის და მთლიანად ჩვენი ეროვნული გუნდის შესახებ ისაუბრა. წილისყრაზე გაირკვა, რომ საქართველოს ეროვნული გუნდი უკვე მესამედ, შესარჩევ ციკლში ესპანეთის ნაკრებთან ერთად ითამაშებს. არსებობს იმის შანსი, რომ 22 წლის მამარდაშვილი თანაგუნდელებს, ხოსე გაიასა და უგო გილამონს დაუპირისპირდეს.

"ხოსე ლუის გაია და უგო გილამონი გიორგი მამარდაშვილს EURO 2024-ის საგზურის საძიებლად დაუპირისპირდებიან. "ვალენსიას" მეკარე, რომელმაც კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე განაახლა და იგი 100-მილიონიანი გამოსყიდვის პუნქტით არის გამყარებული, ყატარში გასამართ მუნდიალზე არ ითამაშებს და დიდი ტურნირის ფინალურ ეტაპზე პირველად მოხვედრაზე ოცნებობს.

ევრო 2024 - ეს იქნება მისი პირველი დიდი საერთაშორისო ტურნირი. საქართველოს ნაკრები ამ შესარჩევ ეტაპზე დიდ იმედებს ამყარებს. მათი გუნდი იზრდება და აქვს მომავლის პროექტი, რომელიც ოპტიმიზმს იწვევს ვალენსიური გიგანტის მეკარესთან, ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძესთან "სლოვანიდან" და უპირველეს ყოვლისა, პერსპექტიულ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად "ნაპოლიდან".

No description available.

თავის მხრივ, "ფურია როხას" აქვს თავისი მიზნები და ვალდებულება, რომ გაიაროს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი და გილამონი და გაია ელიან, რომ ამას მოედანზე მყოფები შეიტყობენ. გაიას როლი ნაკრებში იზრდება, რადგანაც ჟორდი ალბა უკვე 33 წლისაა და "ვალენსიას" ფეხბურთელის შანსები იმატებს", - წერს ესპანური superdeporte.es-ი.

საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთის, ნორვეგიის, შოტლანდიისა და კვიპროსის ნაკრებებს დაუპირისპირდება, რაც შეეხება კალენდარს იგი ასე გამოიყურება:

28 მარტი | საქართველო – ნორვეგია

17 ივნისი | კვიპროსი – საქართველო

20 ივნისი | შოტლანდია – საქართველო

8 სექტემბერი | საქართველო – ესპანეთი

11 სექტემბერი | ნორვეგია – ესპანეთი

15 ოქტომბერი | საქართველო – კვიპროსი 

16 ნოემბერი | საქართველო – შოტლანდია

19 ნოემბერი | ესპანეთი – შოტლანდია

სხვა სტატიები