Belive

ფრანგული მედია: ზურიკო დავითაშვილის სანაცვლოდ ბორდოს 9 მილიონ ევროს სთავაზობენ

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფრანგული მედია საქართველოს ნაკრების და "ბორდოს" შემტევი ნახევარმცველის, ზურიკო დავითაშვილის შესაძლო ტრანსფერზე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

ფრანგული წყაროს ცნობით, "ჟირონდინებმა" 22 წლის ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 9 მილიონი ევროს ოდენობის შეთავაზება მიიღეს, რომელიც იტალიურმა კლუბმა გამოაგზავნა.

"რა თქმა უნდა, არის შემოთავაზებები, რომელთა განხორციელებაც სულაც არ გვინდა. საუბარი იმ ფეხბურთელებზეა, რომლებიც აბსოლუტურად არ არიან სატრანსფერო სიაში.

სატრანსფერო ფანჯრის დაწყებიდან "ჟირონდინები" ძირითადად ორ მოთამაშეს, შტან გრეგერსენსა და ზურიკო დავითაშვილს უფრთხილდებიან. ნორვეგიელი მცველის შემთხვევაში, სიტუაცია ჩვეულებრივ მოგვარდება კონტრაქტის გახანგრძლივებითა და ხელფასის მატებით. ახალგაზრდა ქართველი გარემარბის შემთხვევაში კი კლუბს აუცილებლად მოუწევს ცოტა მეტი წინააღმდეგობის გაწევა დაინტერესებული მხარისთვის.

მართლაც, რამდენიმე ფრანგული და იტალიური წყაროს მიხედვით, ბოლო დღეებში ზურიკო დავითაშვილისთვის შატო დუ ჰალანში იტალიური კლუბიდან 9 მილიონი ევროს შეთავაზება შევიდა. შეთავაზება, რომელიც კლუბმა უარყო ან უარს იტყვის უახლოეს მომავალში", - წერს francebleu.fr-ი.

ზურიკო დავითაშვილს, რომელმაც, 2022/23 წლების სეზონში "ბორდოში" 31 მატშჩი ითამაშა, 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა, ფრანგულმა კლუბმა "დინამო ბათუმიდან" გამოსყიდვის შემდეგ კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გაუფორმა.

სხვა სტატიები