"აუცილებლად გუნდურად თამაში უნდა გავაგრძელოთ" - ზურიკო დავითაშვილი
საფრანგეთის 27-ე ტურის შეხვედრაში სენტ-ეტიენი გრენობლს დაუპირისპირდება, მატჩი 14 მარტს, 23:00 საათზე გაიმართება. შეხვედრამდე ქართველმა ფეხბურთელმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
დიახ, ბოლო პერიოდში კარგი სტატისტიკა მაქვს, ეს კი ძირითადად გუნდს ქულების მოპოვებაში ეხმარება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ აუცილებლად გუნდურად თამაში უნდა გავაგრძელოთ.
ბენ ოლდი? მან პოზიცია შეიცვალა და თავდაპირველად ცოტათი გაგვიჭირდა, მაგრამ ვარჯიშებზე ბევრს ვსაუბრობდით იმაზე თუ როგორ გაგვეგო ერთმანეთისთვის როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. საბოლოოდ დავინახეთ, რომ ეს გამოვიდა და ასე უნდა გავაგრძელოთ.
ახლა ჩვენ უფრო უსაფრთხო სისტემითა და უფრო კომპაქტური შემადგენლობით ვთამაშობთ, განსაკუთრებით ნახევარდაცვაში. ენერგიის ხარჯვის თვალსაზრისით უფრო ყურადღებით ვართ, რაც საშუალებას გვაძლევს კონკრეტულ მეტოქეებს, რომლებიც ჩვენთან 35 000 გულშემატკივრის წინაშე 100%-ით მზად არიან უკეთესად ვეთამაშოთ. რაც შეეხება რედ სტარის წინააღმდეგ კუნთის კრუნჩხვებს, უბრალოდ ძალიან ბევრი ვირბინე. - ზურიკო დავითაშვილი
🎙️ Zuriko Davitashvili avant #GF38ASSE : "Oui, mes statistiques vont bien (rires) ! Ça aide surtout l’équipe à prendre des points, c’est l’essentiel. C’est surtout collectivement qu’il faut continuer. Avec Ben Old ? Au début, avec son repositionnement, c’était un peu difficile.… pic.twitter.com/4dEneionB2
— AS Saint-Étienne (@ASSEofficiel) March 12, 2026
სენტ-ეტიენი საფრანგეთის ლიგა 2-ის ცხრილში 49 ქულით მე-2 პოზიციაზეა (15 მოგება, 4 ფრე, 7 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 14 მარტს გრენობლის წინააღმდეგ გამართავს.
ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 11 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს, ამ მაჩვენებლით საუკეთესო ბომბარდირებში ის მე-2 ადგილზეა.