Belive

ზურიკო დავითაშვილის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა | Transfermarkt

9 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და სენტ-ეტიენის შემტევის ზურიკო დავითაშვილის სატრანსფერო ღირებულება 2 მილიონი ევროთი ოფიციალურად გაიზარდა, განახლებულ მონაცემებს Transfermarkt ავრცელებს. აქამდე 25 წლის ქართველის ღირებულება 10 მილიონ ევროს შეადგენდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამჟამად ზურიკო დავითაშვილის სატრანსფერო ღირებულება 12 მილიონ ევროს შეადგენს, რაც მისთვის კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია.

ზურიკო დავითაშვილი მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ში ასპარეზობდა, სადაც ყველა ტურნირის ეგიდით 32 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რა დროშიც 15 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სენტ-ეტიენს 29 მაისს ნიცას წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს ჩასატარებელი, სწორედ ამ შეხვედრით გადაწყდება, იასპარეზებს თუ არა ქართველის გუნდი მომდევნო სეზონში საფრანგეთის უმაღლეს ჩემპიონატში (ლიგა 1). შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ფრედ 0-0 დასრულდა.