ატლეტიკო გადარჩა | ალვარესის ტრავმა მძიმე არ აღმოჩნდა და არსენალთან ითამაშებს
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი ატლეტიკოსა და არსენალს შორის ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
მადრიდში გამართულ შეხვედრაში, მადრიდის ატლეტიკოს ლიდერმა - ხულიან ალვარესმა კოჭის დაზიანება მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა, რამაც მადრიდული კლუბის გულშემატკივრებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
26 წლის არგენტინელს სასწრაფოდ ჩაუტარდა სამედიცინო კვლევები, რის შედეგადაც გაირკვა, რომ დაზიანება მძიმე არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ალვარესი ლონდონურ გუნდთან საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაში მოედანზე იქნება. ეს ატლეტიკოსთვის შესანიშნავი ამბავია, რადგან ხულიანი გუნდის აშკარა ლიდერია.
🚨🇦🇷 JUST IN: Julián Alvarez's tests have confirmed that he has suffered a low-grade ankle sprain following the match against Arsenal.
— Atletico Universe (@atletiuniverse) April 30, 2026
Barring any setback, he is expected to be available for the second leg in London.@carrusel pic.twitter.com/KvzVZsrpWP
ხულიან ალვარესს მიმდინარე სეზონში 48 შეხვედრაში 20 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის, 10 ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც შესანიშნავ სეზონს ატარებს და ბომბარდირთა დავაში მეოთხე პოზიციაზე იმყოფება.
გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა სამშაბათს, 5 მაისს, ლონდონში გაიმართება.