Belive

ფაბიო კანავარო: "რონალდუმ მითხრა, რომ ფეხბურთის კიდევ რამდენიმე წელი ითამაშებს"

10 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჰიუსტონში, მსოფლიო ჩემპიონატის, K ჯგუფის, მეორე ტურში, პორტუგალიამ უზბეკეთი დიდი ანგარიშით, 5:0 დაამარცხა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. პორტუგალიამ შეხვედრა აქტიურად დაიწყო. ანგარიში მატჩის მე-6 წუთზე, კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა. ამ გოლიდან მალევე კი, შეხვედრის მე-17 წუთზე, ნუნუ მენდეშმა, საჯარიმო დარტმით, საკუთარი ნაკრების უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.

პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში კი კრიშტიანუ რონალდუმ დააფიქსირა, როდესაც ბრუნო ფერნანდეშის გადაცემის შემდეგ, დუბლი შეასრულა.

მეორე ტაიმში სათამაშო ტემპი შედარებით დავარდა. მაგრამ ამას, პორტუგალიელთათვის, გოლების გატანაში ხელი არ შეუშლია. 60-ე წუთზე, ბრუნო ფერნანდეშის მოწოდებული კუთხურის შემდეგ, აზიელთა საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, რაც, საბოლოოდ უზბეკთა მეკარის, აბდუვოჰიდ ნემათოვის ავტოგოლით დასრულდა. შეხვედრაში წერტილი, კი მატჩის მიწურულს, შეცვლაზე შემოსულმა რაფა ლეაომ დასვა.

მატჩის დასრულების შემდეგ, უზბეკეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა და ოქროს ბურთის მფლობელმა - ფაბიო კანავარომ, ჟურნალისტებთან ისაუბრა და კრიშტიანუ რონალდუსთან საუბარის საიდუმლოებები გაამხილა.

"მატჩის დასრულების შემდეგ, კრიშტიანუ პირდაპირ ჩემთან მოვიდა და საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ. ის დიდებული პიროვნებაა და ძალიან მიხარია, რომ კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა.

კრიშტიანუ 41 წლისაა და ფეხბურთით კვლავ შეპყრობილია. ის არის ადამიანი, რომელიც ამ სპორტს აღმერთებს, ისტორიის ნაწილია და მისი კვალი უკვდავი დარჩება. მას ვესაუბრე და მითხრა, რომ კიდევ რამდენიმე წელი ითამაშებს და ისიამოვნებს ფეხბურთით, მე კი მჯერა, რომ ეს ნამდვილად ასე იქნება." - ფაბიო კანავარო

შეგახსენებთ, რომ პორტუგალია, ამ გამარჯვებით, ჯგუფიდან გავიდა. ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას კი 28 ივნისს, კოლუმბიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები