Belive

ასტონ ვილა ალეხანდრო გარნაჩოს უმიზნებს

14 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მას შემდეგ, რაც ასტონ ვილამ მორგან როჯერსი ჩელსიში გაყიდა, გუნდი აქტიურად ცდილობს შეტევითი ხაზის გაძლიერებას და ერთ-ერთ ვარიანტად, სწორედ ჩელსის ფეხბურთელის, ალეხანდრო გარნაჩოს ტრანსფერს განიხილავს. საფეხბურთო გამოცემა "The Athletic" - ის ინფორმაციით, ბირმინგემელებმა გარნაჩოს შესაძლო ტრანსფერზე უკვე გამართეს მოლაპარაკებები.

ვილანელებს, გარნაჩომდე, ვესტ ჰემის ფეხბურთელის, კრისენსიო სომერვილის დამატება სურდათ, მაგრამ მას შემდეგ რაც ნიდერლანდელი, იტალიური რომას წევრი გახდა, უნაი ემერის გუნდმა, 22 წლის შემტევის ტრანსფერზე დაწიყო მუშაობა.

ამ ეტაპზე, რაიმეს გადაჭრით ან დანამდვილებით თქმა ძნელია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ გარნაჩოს ტრანსფერი ვერ შედგება, კლუბი ლონდონის ჩელსის კიდევ ერთი ფეხბურთელის, ნიკოლას ჯექსონის ვარიანტსაც განიხილვას. მორგან როჯერსის დაკარგვა, ვილანელებისთვის, მძიმე დარტყმაა მიუხედავად იმისა, რომ გუნდში კვლავ არიან ისეთი ფეხბურთელები, როგორებიცაა ოლი უოტკინსი და ჯონ მაკგინი, ასტონ ვილას ხელმძღვანელობამ, სატრანსფერო ბაზარზე, სწრაფად უნდა იმოქმედოს, რადგან შემტევი ფეხბურთელების დამატებით გუნდი გააძლიეროს და პრემიერ ლიგის ახალ, 2026/27 წლების სეზონს მზადყოფნაში შეხვდეს.

სხვა სტატიები