მორგან როჯერსმა განმარტა, როგორ დაარწმუნა ალონსომ, რომ ის ჩელსიში გადასულიყო
მორგან როჯერსმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა და განმარტა ის ძირითადი ფაქტორები, რომელთა გამოც, ახალგაზრდა ინგლისელმა ფეხბურთელმა, საკუთარი მომავალი ლონდონის ჩელსის დაუკავშირა. როჯერსის შეძენით, პრემიერ ლიგის სხვა გუნდებიც ინტერესდებოდნენ, მაგრამ 23 წლის ფეხბურთელის გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი გავლენა მისი და ალონსოს სათამაშო ხედვის თანხვედრამ მოახდინა. როჯერსმა, ეს ყველაფერი, ტრანსფერის შემდეგ, პირველ ინტერვიუშიც აღნიშნა.
მას რამდენჯერმე ვესაუბრე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, გამეგო თუ როგორი მწვრთენლია, რა ხედვები აქვს და როგორ სურს გუნდის მართვა. აღმოჩნდა, რომ ჩვენი ხედვები ერთმანეთს დაემთხვა. მას ისეთი ფეხბურთელი უნდა, რომელიც თავისუფალია და საკუთარი თავის გამოხატვა შეუძლია. ასეთი მიდგომა მეც ძალიან მომწონს. - მორგან როჯერსი
🔵🇪🇸 Morgan Rogers: “I’ve had a few conversations with Xabi Alonso. It’s important for me to be here that I need to understand what the manager’s like, how he is, how he wants to operate”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 21, 2026
“It very much fits with the way I see the game...”. 👀 pic.twitter.com/MW1fEjOdKA
ალონსოსთან მუშაობის შესაძლებლობის გარდა, ამ ტრანსფერმა, როჯერსს კოულ პალმერთან თამაშის შანსი კიდევ ერთხელ მისცა. მათ შორის, განსაკუთრებული მეგობრობა ჯერ კიდევ მანჩესტერ სიტიში დაიწყო. როჯერსის თქმით, პალმერი ამ ტრანსფერით ძალიან იყო დაინტერესებული და მოლაპარაკებების დროს, მას მუდმივად ეკონტაქტებოდა, რადგან გაეგო, თუ როგორ ვითარდებოდა სიტუაცია.
კოულს 14 წლიდან ვიცნობ. ჯერ ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებში ვიყავით ერთად. შემდეგ კი მანჩესტერ სიტიში ვთამაშობდით. ამაზე დიდი ხანი ვსაუბრობდით. ყოველთვის გვინდოდა, რომ ისევ ერთად გვეთამაშა.
ის ყოველთვის მირეკავდა. ვფიქრობ, ყველაზე განსაკუთრებული სწორედ ეს არის. ერთ-ერთ საუკეთესო მეგობართან ერთად თამაში და ყოველდღიურად მის გვერდით ყოფნა. ამ ტრანსფერით, ორივე ძალიან გახარებულები ვართ. - მორგან როჯერსი
ჩელსიმ, როჯერსი 117 მილიონად შეიძინა. ამით, როჯერსი, ერთდროულად როგორც ჩელსის, ასევე პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა. აქამდე, ჩელსის ყველაზე ძვირი ტრანსფერი მოისეს კაისედო იყო (115 მილიონი). პრემიერ ლიგის ისტორიაში კი, როჯერსამდე ყველაზე მეტი, ელიოტ ანდერსონში გადაიხადეს (116 მილიონი), როდესაც ის ნოთინგემ ფორესტიდან, მანჩესტერ სიტიში გადავიდა.