Belive

არნე სლოტი პსჟ-სთან წაგებულ მატჩზე: "ჩემი კარიერის საუკეთესო შეხვედრაა"

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლივერპულის მთავარი მწვრთნელი, არნე სლოტი უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე პსჟ-სთან შეხვედრის შესახებ საუბრობს. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა შარშანდელი სეზონი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ორრაუნდიანი დაპირისპირების საპასუხო მატჩი, რომელშიც პსჟ-მ იმარჯვა, მის კარიერაში საუკეთესო თამაშია.

"თუ ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ეტაპზე გახვალ, აცნობიერებ, რომ პსჟ-სთან თამაში მოგიწევს. ეს წარმოუდგენელი გუნდია და ამაში შარშანდელ სეზონში მათთან შეხვედრისასაც დავრწმუნდით.

ბევრჯერ მითქვამს, თუ რამდენად ბრწყინვალე მატჩი გამოვიდა. ეს ჩემი სამწვრთნელო კარიერის საუკეთესო თამაშია. შესაძლოა, შედეგი არ გამოვიდა ისეთი, როგორიც გვსურდა, მაგრამ ეს გახლდათ საჩვენებელი მატჩი იმისა, თუ როგორ უნდა თამაშობდნენ ფეხბურთს. ორივე გუნდმა ფეხბურთი ითამაშა და აჩვენა, რომ სურდა გულშემატკივარი გაერთო.

ჩვენ ერთადერთი გუნდი ვართ, რომელმაც შეძლო და შარშანდელ სეზონში პსჟ დამატებით დრომდე მიიყვანა. ასევე, ერთადერთი გუნდი, რომელმაც პსჟ პენალტების სერიამდე მიიყვანა. მათ ამ სეზონში აჩვენეს, რომ ტემპის შენელებას არ აპირებენ.

გალათასარაისთან ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია იმავე დონეზე თამაში, როგორც გასული სეზონის უმეტესი ნაწილის განმავლობაში, ასე რომ, ეს მაძლევს შთაგონებას და ჩვენ დიდი თავდაჯერებულობა გვაქვს", - ამბობს არნე სლოტი.

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ქართველი ფეხბურთელების დუელი უნდა შედგეს: ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ გიორგი მამარდაშვილის ლივერპულის პირისპირ. ორრაუნდიანი დაპირისპირების საწყისი შეხვედრა 8 აპრილს, საპასუხო კი 14 რიცხვში უნდა გაიმართოს.

სხვა სტატიები