Belive

"გამიხარდება თუ ოქროს ბურთს ნებისმიერი ესპანელი მოიგებს, მაგრამ მესამეზე კვარას გავიყვან" - მორატა

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანელი ფეხბურთელი ალვარო მორატა, რომელიც ამჟამად ლეგანესში, კერძოდ კი ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში ასპარეზობს ერთ-ერთ ადგილობრივ ტელევიზიაში სტუმრად იმყოფებოდა, სადაც ოქროს ბურთის ნომინანტებზე ისაუბრა. 33 წლის ფორვარდმა თავისი აზრიც გამოთქვა იმასთან დაკავშირებით თუ ვინ იქნება მომავალი გამარჯვებული და უპირატესობა თანამემამულეებს მიანიჭა, ხვიჩა კვარაცხელია კი მე-3 ადგილზე გაიყვანა.

ალვარო მორატას კომენტარი:

მესამეზე ისეთი ფეხბურთელი მინდა გავიყვანო, ვნახოთ ამის დასაწერად გეყოფათ თუ არა გამბედაობა, - პარი სენ-ჟერმენის მარცხენა გარემარბი... ხვიჩა კვარაცხელია - დიახ ჩაწერილია არ შეცვალოთ.

მეორეზე როდრი უნდა გავიყვანო, რადგან მას უკვე აქვს ოქროს ბურთი ნუ არ ვიცი რამდენად ობიექტური ვარ, მაგრამ ძალიან გამიხარდებოდა, რომ ეს ჯილდო ამჯერად ლამინს, რომ მოეგო, რადგან კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ როდრის უკვე აქვს ერთი.

თუმცა, ამავდროულად ფაბიანი, დანი ოლმო, პედრი - ნებისმიერი, ნებისმიერი... ვფიქრობ, მეტი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ განსაკუთრებით ჩვენ ესპანელებმა მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას, რადგან ეს ფეხბურთის სამყაროში უმაღლესი მიღწევაა და ამით 4 წელიწადში ერთხელ ტკბები, იმედია მომდევნო 4 წელიწადში ოქროს ბურთს 4 ესპანელი მოიგებს. - ალვარო მორატა

სხვა სტატიები