არგენტინის ნაკრების შემადგენლობა ანგოლასთან მატჩისთვის
არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, ანგოლასთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის 24-კაციანი შემადგენლობა დაასახელა
გუნდში 2 დებიუტანტი მოხვდა - ხოაკინ პანიჩელი (სტრასბური) და ჯანლუკა პრესტიანი (ბენფიკა):
მეკარეები: ხერონიმო რული, ვალტერ ბენიტესი.
მცველები: ხუან ფოიტი, ნაუელ მოლინა, ნიკოლას ოტამენდი, კრისტიან რომერო, მარკოს სენესი, ნიკოლას ტალიაფიკო, ვალენტინ ბარკო;
ნახევარმცველები: ალექსის მაკ ალისტერი, როდრიგო დე პაული, ენცო ფერნადესი, ჯოვანი ლო სელსო, ტიაგო ალმადა, ნიკო პასი, მაქსიმო პერონე;
თავდამსხმელები: ნიკოლას გონსალესი, ლეო მესი, ლაუტარო მარტინესი, ხულიან ალვარესი, ჯულიანო სიმეონე, ჯანლუკა პრესტიანი, ხოსე მანუელ ლოპესი, ხოაკინ პანიკელი.
არგენტინისა და ანგოლას ამხანაგური შეხვედრა 14 ნოემბერს გაიმართება.
🇦🇷📝 The squad chosen by Lionel Scaloni for the upcoming friendly match against Angola! 🔜 pic.twitter.com/i2Zk9HjhQC
— Selección Argentina in English (@AFASeleccionEN) November 6, 2025