Belive

"არ მეშინია",- გვარდიოლა ლივერპულთან გასამართი მატჩის წინ

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
კვირას, 7 თებერვალს პრემიერ ლიგის 23-ე ტურის ცენტრალური დაპირისპირება გაიმართება. იურგენ კლოპის "ლივერპული" პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლებს. ორი გამორჩეული სპეციალისტის დაპირისპირება ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. "მანჩესტერ სიტის" ესპანელმა თავკაცმა "ლივერპულთან" გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსალდნელი დაპირისპირება მას არ აშინებს და ფიქრობს, რომ ორივე გუნდი მხოლოდ 3 ქულისთვის იბრძოლებს.
"არ მეშინია! იმაზე ნამდვილად ვერ ვიდარდებ, ნერვიულობს თუ არა მეტოქე გასამართი მატჩის წინ, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ასე არაა, რადგან თითოეულ მწვრთნელსა და გუნდს სჯერათ, რომ მათ მოწინააღმდეგის დამარცხება შეუძლიათ". " ერთადერთი, რაზეც ვფიქრობ, ეს არის, რომ რაც შეიძლება მეტად გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაში და შედეგები. თუ კარგ მატჩს ვერ ჩავატარებთ და მეტოქე გვაჯობებს, ჩვენ მათ წარმატებას მივულოცავთ". " "ლივერპულის" დასამარცხებლად საჭიროა, რომ მაღალ დონეზე ვითამაშოთ, რადგან  ისინი ჩემპიონები არიან, მათ გამარჯვება ძალიან სურთ. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი აგრესიულ თამაშს შემოგვთავაზებენ და თავის მაქსიმუმს გააკეთებენ". " კლოპის გუნდი ძალიან მოტივირებული დაგვხვდება, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ და ჩვენი თამაში ვითამაშოთ. შეხვედრის მოსაგებად სიმამაცე და აგრესიულობა დაგვჭირდება". " ჩემს სამრწვთნელო კარიერაში გუნდი ფრის სათამაშოდ არასდროს მომიმზადებია. არასდროს უნდა ელოდო, რომ მეტოქე დაუშვებს შეცდომას და მას დასჯი, ისე უნდა წარმართო მატჩი, რომ მეტოქე გუნდს ბევრი პრობლემა შეუქმნა და მის შეცდომებზე არ იყო დამოკიდებული". " ჩემთვის მიუღებელია მოსაზრება, რომ შეუძლებელია ყოველთვის გაიმარჯვო და თუ ბოლო 15 წუთში ანგარიშს გაათანაბრებ და ქულას მოიპვებ, კარგ შედეგად ჩაითვალოს. რასაკვირველია, მესმის, რომ ყველა შეხვედრის მოგება არარეალურად ჟღერს, მაგრამ ყველა მატჩს სწორედ ასეთი განწყობით უნდა მიუდგე, სწორედ ასე იქნება "ლივერპულთანაც" - ჩვენ მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ".
აღსანიშნავია, რომ პეპ გვარდიოლას ბრწყინვალე სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში "ენფილდზე" გამარჯვება არ აქვს მოპოვებული, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ მისი გუნდის ბოლოდროინდელ შესანიშნავ სათამაშო ფორმას და პირიქით, "ლივერპულის" არადამაჯერებელ ასპარეზობას, დღეს გასამართ შეხვედრაში "ენფილდზე" პირველი გამარჯვების მოსაპოვებლად პეპს ნამდვილად კარგი შანსი ექნება. 21 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ "სიტიმ" 47 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციაზე იმყოფება. რაც შეეხება "ლივერპულს", კლოპის გუნდმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში 40 ქულის მოგროვება შეძლო და სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციაზე იმყოფება. გვარდიოლას გუნდი ლივერპულს 7 ქულით უსწრებს და თანაც ერთი შეხვედრით ნაკლები აქვთ ჩატარებული. შესაბამისად, დღეს გასამართ შეხვედრაში "ლივერპულისთვის" გამარჯვება აუცილებელია, რომ მოქმედმა ჩემპიონებმა ტიტულის დაცვის შანსი შეინარჩუნონ და "ქალაქელები" კიდევ უფრო წინ არ გაუშვან.  

სხვა სტატიები