Belive

დომინიკ სობოსლაი: "ამ ფეხბურთით, კონფერენს ლიგაზე თამაშის ღირსებიც არ ვართ"

9 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის 30-ე ტურში, ლივერპულმა შინ მე-17 პოზიციაზე მყოფი ტოტენჰემი მიიღო, თუმცა მიუხედავად უმნიშვნელოვანესი მატჩისა, ლივერპულმა მძიმე ფორმაში მყოფ ტოტენჰემს საკუთარ კედლებში ვერ მოუგო (1:1).

მატჩის შემდეგ, ლივერპულელთა მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორმა და მიმდინარე სეზონში საუკეთესო ფეხბურთელმა - დომინიკ სობოსლაიმ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკუთარი გუნდის თამაშით ძალიან უკმაყოფილოა.

"არ ვიცი რა ვთქვა, ამ სეზონში პრემიერ ლიგაში ძალიან ცუდად ვთამაშობთ, რაც ტოტენჰემთან თამაშის დროსაც დამტკიცდა.

მართლა არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, გარდა იმისა, რომ თუ თამაშს მსგავს სტილში გავაგრძელებთ უნდა გაგვიმართლოს, რომ კონფერენს ლიგაზე მაინც მოვხვდეთ, რასაც არ ვიმსახურებთ..." - დომინიკ სობოსლაი

შეგახსენებთ, რომ ლივერპული პრემიერ ლიგაში 30 ტურის შემდეგ მე-5 პოზიციაზე იმყოფება და მე-4 პოზიციაზე (ჩემპიონთა ლიგის ზონამდე) მყოფ ასტონ ვილას 2 ქულით ჩამორჩება.

მერსისაიდული კლუბი შემდეგ, მატჩს ბრაიტონის წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 21 მარტს შედგება.

სხვა სტატიები