"არ გამიკვირდება თუ რუისი ოქროს ბურთს მოიგებს, როგორც ეს როდრიმ მოახერხა" - ლიზარაზუ
2 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ყოფილი ფრანგი ფეხბურთელი ბიქსენტ ლიზარაზუ გადაცემა TF1-ში სტუმრად იმყოფებოდა, სადაც ოქროს ბურთის მომავალ მფლობელზეც დაუსვეს კითხვა. ყოფილმა მარცხენა მცველმა ოქროს ბურთის მოგების მთავარ ფავორიტად ფაბიან რუისი დაასახელა.
სეზონის განმავლობაში მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგაა გამორჩეული. ფაბიან რუისი ერთადერთია, ვინც ორივეს მოგება მოახერხა, ჩემთვის ის არ არის სანახაობრივი მოთამაშე, მაგრამ ეფექტურია, წარმოუდგენლად მრავალმხრივი.
შეიძლება თამაშისას მას თვალებში ისეთი ბრწყინვალება არ აქვს, როგორც, მაგალითად, ლამინ იამალს ან კილიან მბაპეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ტიტულების დაფასება აბსოლუტურად აუცილებელია. ოქროს ბურთი არ შეიძლება მისცე ადამიანს, რომელსაც იმ სეზონში არაფერი მოუგია. მოკლედ დუბლის მიღწევა ჩემთვის ნიშნავს, რომ ის მინიმუმ სამეულში იქნება, მაგრამ არ გამიკვირდება, თუ ოქროს ბურთსაც მოიგებს, როგორც ეს მაშინ როდრიმ გააკეთა.
არსებობს სეზონი, რომელშიც შესაძლოა ინდივიდუალურად უკეთესად გამოიყურებოდე, ტიტულებს იგებდე, ასევე აღფრთოვანებასაც იწვევდე. მაგრამ არის მეორე მხარე, მას აქვს შესანიშნავი სეზონი, ტიტულები, მაგრამ აკლია აღფრთოვანება. მაგრამ თუკი სხვებს შევხედავთ ტიტულებს ნაკლებათ დავინახავთ... ასე რომ, ვფიქრობ ის სხვებს დიდად არ ჩამორჩება. - ბიქსენტ ლიზარაზუ - ყოფილი ფეხბურთელი
🚨 Bixente LIZARAZU 🇫🇷 : « Avec ce doublé Coupe du monde-Ligue des champions, JE METS FABIAN RUIZ 🇪🇸 TOP 3 BALLON D’OR 🌕.
— Actu Foot (@ActuFoot_) September 6, 2026
Je ne serais PAS SURPRIS SI IL EST NOMMÉ BALLON D’OR. » 👀
🎙️ @telefoot_TF1 pic.twitter.com/R0Qllv85kY