Belive

ანტონიო რუდიგერმა ტრავმა მიიღო და რამდენიმე თვე ვერ ითამაშებს

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

რეალ მადრიდის გერმანელმა მცველმა, ანტონიო რუდიგერმა მარცხენა ფეხის ტრავმა მიიღო და 3 თვე ვერ ითამაშებს, ამის შესახებ ინფორმაცია მადრიდული გუნდის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

რეალ მადრიდის სამედიცინო სამსახურის მიერ ჩვენი ფეხბურთელის, ტონი რუდიგერისთვის დღეს ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ, დადგინდა, რომ მას მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთის დაზიანება აქვს. - რეალ მადრიდის განცხადება

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ანტონიო რუდიგერმა გასული სეზონის ბოლო 2 თვე გამოტოვა, გერმანელს მუხლის ტრავმის გამო ოპერაცია ჩაუტარდა.

სხვა სტატიები