Belive

არბელოა: "ეს მარცხი ტრაგედიაა - ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაზე უნდა ვიზრუნოთ"

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

კოპა დელ რეის 1/8-ფინალში უდიდესი სენსაცია დაფიქსირა. ალბასეტემ, რომელიც ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მე-17 პოზიციაზე იმყოფება, თასიდან მადრიდის რეალი გამოაგდო.

ალბასეტემ 'სამეფო კლუბი' 3:2 დაამარცხა და თასის 1/4-ფინალში გავიდა, ალვარო არბელოა კი 'სამეფო კლუბში' სამწვრთნელო კარიერას ჯოჯოხეთურად იწყებს.

სადებიუტო მატჩისა და სამარცხვინო მარცხის შემდეგ, ალვარო არბელოამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"მოედანზე გამოვიყვანე შესანიშნავი გუნდი. ჩემი მოთამაშეები შესანიშნავად და არაჩვეულებრივად გაართვეს თავი დღევანდელ შეხვედრას. ძალიან გთხოვთ ფეხბურთელებისკენ ნუ გაიშვერთ ხელებს, ეს მარცხი თავიდან ბოლომდე ჩემი ბრალია.

რეალის ფეხბურთელებისა და გულშემატკივრებისთვის ტრაგედიაა, როდესაც კლუბი ფრეს თამაშობს და წარმოიდგინეთ, რამხელა ტკივილი და ტრაგედიაა ეს მარცხი...

ჩემმა ფეხბურთელებმა დღეს ყველაფერი გააკეთეს... ამ მარცხის შემდეგ მათ წინააღმდეგ ვერაფერს ვიტყვი. ამ მარცხის არ მეშინია. წარუმატებლობა წარმატების გზაზეა. ცხოვრებაში ბევრჯერ დავმარცხდი, თუმცა ფეხზე ბევრად ძლიერი წამოვმდგარვარ.

ჩვენ კიდევ ორი ​​ძალიან მნიშვნელოვანი ტიტული გვაქვს მოსაგებად, ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა და ამაზე ზრუნვა ხვალიდანვე უნდა დავიწყოთ - ხვალ სხვა არაფერი გვაქვს გასაკეთებელი, გარდა იმისა, რომ ისევ ფეხზე დავდგეთ." - ალვარო არბელოა

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერ თასის ფინალში მარცხის შემდეგ, მადრიდის რეალმა კლუბიდან ხაბი ალონსო დაითხოვა, რადგან ფლორენტინო პერესს მისი მუშაობა და შედეგები არ მოსწონდა, ახლადმოყვანილმა ალვარო არბელოამ კი სადებიუტო თამაშში მეორე დივიზიონის მე-17 ადგილზე მყოფ გუნდთან წააგო და რეალი სამეფო თასიდან გამოეთიშა.

აშკარაა, რომ მადრიდულ გრანდში სერიოზული პრობლემებია, საინეტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები 'სამეფო კლუბში'...

სხვა სტატიები