Belive

ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრების შეთანხმება ჩაშლის პირასაა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გუშინ Athletic-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ბრაზილიის ნაკრებმა კარლო ანჩელოტისთან შეთანხმებას მიაღწია. აღნიშნულის თანახმად, იტალიელ სპეციალიტს "სელესაო" ივნისში უნდა ჩაებარებინა.

ამავე სტატიაში ეწერა, რომ კარლო "რეალთან" მხოლოდ ფორმალობები ჰქონდა მოსაგვარებელი. თუმცა, როგორც აღმოჩნდა საქმე ასე მარტივადაც არ ყოფილა. ფაბრიციო რომანოზე დაყრდნობით, კარლოსა და "სელესაოს" შორის შეთანხმება ჩაშლის პირასაა.

როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე დღის წინ მიღწეული შეთანხმება მხოლოდ სიტყვიერია. პრობლემას მადრიდული მხარე ქმნის, რომელიც ანჩელოტის მწვანე შუქს არ უნთებს. რომანო იქვე იმასაც წერს, რომ მიუხედავად ამისა, ანჩელოტისა და "რეალის" გზები გაიყრება.

სხვა სტატიები