Belive

ჰანსი ფლიკი: "იამალში ბევრი რამე არ მომწონს და ამის გამოსწორებაზე ვმუშაობ"

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა - ჰანსი ფლიკმა, ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში პარი სენ-ჟერმენთან გასამართი შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

ერთ-ერთი გამორჩეული თემა ლამინე იამალი იყო, სადაც ბევრისთვის მოულოდნელად მან აღნიშნა, რომ იამალის ნიჭი დაკარგი ბურთის ფლობა საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ის იდეალურ ფეხბურთლად შედგეს.

"პარი სენ-ჟერმენი" მსოფლიო დონის გუნდია, რომელსაც შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს. პსჟ მომწონს. ეს ჩვენთვის გამოწვევა იქნება. ხვალინდელ თამაშს მოუთმენლად ველით.

ტრავმები? ვფიქრობ, რაც ხდება, ჩვენი სამუშაოს ნაწილია. ეს კარგი ნამდვილად არაა. ყველა მწვრთნელს სურს, თითოეული მოთამაშე მზადყოფნაში იყოს, მაგრამ ასეთი სიტუაციაა. გულშემატკივრებიც მოუთმენლად ელოდნენ მატჩის ხილვას იმ წამყვანი ფეხბურთელების მონაწილეობით, რომლებიც არ იქნებიან. მიუხედავად ამისა, ორივე მაღალი დონის გუნდია და ხვალ შესანიშნავი თამაში იქნება.

იამალი გამორჩეულია, მაგრამ ნიჭი საკმარისი არაა. საქმე მხოლოდ ფეხბურთის ბურთით თამაშს არ ეხება. მან თავდაუზოგავად უნდა იშრომოს და დაცვაშიც იმუშაოს. ეს ყველა მოთამაშისგან გვჭირდება. სწორედ ეს ქმნის სხვაობას - იამალში ბევრი რამე არ მომწონს და ამის გამოსწორებაზე ვმუშაობ, ერთ-ერთი კომპონენტი კი სწორედ ეს არის, რაზეც ახლა ვსაუბრობ..."
- ჰანსი ფლიკი

ბარსელონასა და პსჟ-ს დაპირისპირება 1 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

აქვე შეგახსენებთ, რომ მატჩს ტრავმის გამო ხვიჩა კვარაცხელია გამოაკლდება.

სხვა სტატიები