Belive

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: "აშშ-ს შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატის მოგება"

7 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესოა. მას შემდეგ, რაც მასპინძლებმა ტურნირზე თავისი მეორე მატჩიც მოიგეს – ამჯერად უშუალო კონკურენტი ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ (2:0), გუნდმა მუნდიალის პლეი-ოფის საგზური ოფიციალურად, ვადაზე ადრე გაინაღდა.

ამ ისტორიულ წარმატებას და ამერიკელთა გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს გვერდი ვერ აუარა მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ფიგურამ, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.

ავსტრალიასთან მატჩის დასრულებისთანავე, იბრაჰიმოვიჩი 'Fox Soccer'-ის სტუდიას ეწვია, სადაც ანალიტიკოსებმა მას აშშ-ს ნაკრების შანსებზე ჰკითხეს. შვედმა ლეგენდამ, მისთვის ჩვეულ სტილში, ყოველგვარი მორიდების გარეშე, თამამი პროგნოზი გააკეთა.

"მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე აშშ-ს ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გუნდია. ძალიან მომწონს მათი თამაში, მეტიც, შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ მათ მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაც შეუძლიათ." - ზლატან იბრაჰიმოვიჩი

ზლატანისთვის ამერიკული ფეხბურთი უცხო ნამდვილად არ არის. მას წლების განმავლობაში, ლოს ანჯელეს გალაქსიში უთამაშია და კარგად იცის ადგილობრივების პოტენციალი და განვითარების ტემპი.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა და ამჟამად სერიოზულ ბიზნეს-საქმიანობაშია ჩართული: ის საინვესტიციო გიგანტის, 'RedBird Capital''-ის ოპერაციული პარტნიორი და მილანის უფროსი მრჩეველია. თუმცა, როგორც ჩანს, დიდ საფეხბურთო ივენთებსა და მედიაში გამოჩენაზე უარს მაინც ვერ ამბობს.

სხვა სტატიები