ანჩელოტიმ დაასახელა 7 საუკეთესო ფეხბურთელი, რომლებთან ერთადაც უმუშავია
ლეგენდარულმა კარლო ანჩელოტიმ, რომელიც ახლა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია, დაასახელა 7 საუკეთესო ფეხბურთელი, რომლებთან ერთადაც უმუშავია.
იქამდე კი შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტიმ სამწვრთნელო კარიერა 1992 წელს, იტალიის ნაკრებში დაიწყო, სადაც მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, ამის მერე კი წლების განმავლობაში შემდეგ კლუბებში მუშაობდა: რეჯინა, პარმა, იუვენტუსი, მილანი, ჩელსი, პსჟ, რეალი, ბაიერნი, ნაპოლი, ევერტონი, რეალი და ახლა ბრაზილიის ნაკრები.
პაპა კარლოს მიერ დასახელებული 7 საუკეთესო ფეხბურთელი კი შემდეგნაირად გამოიყურება.
დიდიე დროგბა (ჩელსი)
რონალდო ნაზარიო (მილანი)
კაკა (მილანი)
ვინისიუსი (რეალი)
ლუკა მოდრიჩი (რეალი)
ტონი კროოსი (რეალი)
კრიშტიანუ რონალდუ (რეალი).
🚨 Carlo Ancelotti: “The BEST players I have ever coached are:
— Madrid Zone (@theMadridZone) September 15, 2025
🇧🇷 Ronaldo
🇵🇹 Cristiano Ronaldo
🇧🇷 Kaka
🇩🇪 Toni Kroos
🇭🇷 Luka Modrić
🇧🇷 Vini Jr.
🇨🇮 Didier Drogba.”@ESPNBrasil pic.twitter.com/UllsZb5udn
მას შემდეგ, რაც ზაფხულში რეალმა ანჩელოტი თანამდებობიდან გაათავისუფლა, ბრაზილიამ 'პაპა კარლო' დორივალ ჟუნიორის შემცვლელად დანიშნა. მიუხედავად იმისა, რომ მისი პირველი თამაში რთული იყო - ივნისში ეკვადორთან ფრედ 0:0, მათ პარაგვაისთან მინიმალური სხვაობით გაიმარჯვეს და გასულ კვირას კიდევ უფრო კარგი თამაში აჩვენეს, როდესაც ჩილეს 3:0 მოუგეს.