სამხრეთ კორეაში მუნდიალიდან გამოთიშვის გამო გამოძიება დაიწყეს
სამხრეთ კორეის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, 57 წლის ჰონ მიუნ-ბო, მსოფლიო ჩემპიონატიდან გუნდის გამოვარდნიდან 24 საათში თანამდებობიდან გადადგა.
სამხრეთ კორეამ ტურნირი ჩეხეთთან მოგებით (2:1) დაიწყო, თუმცა მექსიკასა და სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა. გუნდს იმედი ჰქონდა, რომ საუკეთესო მესამეადგილოსნებს შორის მოხვდებოდა, თუმცა ეს შანსიც დაკარგა და ჯგუფში ჩარჩა.
გულშემატკივრების მძაფრი პროტესტის ფონზე (ტელევიზიამ მწვრთნელს პრესკონფერენციის დროს სახეც კი დაუფარა), ქვეყნის პრეზიდენტმა ლი ჯე მიონგმა მომხდარი მწვავედ გააკრიტიკა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შედეგით გაოგნებული და დაბნეულია. გადასახადების გადამხდელთა ფული: ვინაიდან მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდის მონაწილეობა დიდი მოცულობის სახელმწიფო ბიუჯეტით ფინანსდება, მან კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამინისტროს მომხდარის საფუძვლიანი გამოძიება დაავალა.
პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ სპორტულ ადმინისტრაციაში მკაცრ რეფორმებს გაატარებს, რათა მსგავსი ჩავარდნა მომავალში აღარ განმეორდეს.
Suite à la défaite choc de la #Corée du Sud 🇰🇷contre l’Afrique du Sud à la Coupe du Monde 2026, la chaîne KBS furieuse du fiasco, le média a été jusqu'à flouter comme un criminel le visage du sélectionneur Hong Myung-bo. pic.twitter.com/dwBYBq8l7G
— AsieNews (@AsiaNews_FR) June 28, 2026