Belive

ანჩელოტი: ,,თუ ვინმეს ტრავმის ეშინია, ვთხოვ, რომ სახლში დარჩეს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ,,ლაიპციგთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის თქმით, ფეხბურთელების დასვენებას არ აპირებს:

,,ამ გუნდში ყველა მატჩი მნიშვნელოვანია. მიზანი კარგი თამაშის ჩვენებაა, რათა ტურნირის ეს ეტაპი გადავლახოთ. ახლა სეზონის დაძაბული პერიოდია, ბევრი მატჩი გვიწევს. ამას საკმაოდ კარგად ვუმკლავდებით, მაგრამ გვაქვს რამდენიმე ტრავმა, ისევე როგორც ყველა გუნდს, რომელიც ყოველ სამ დღეში თამაშობს. ვინისიუსი თამაშს აპირებს, ის დაღლილი არ არის.

არ ვფიქრობ, რომ ფეხბურთელები უკვე ფიქრით მსოფლიო ჩემპიონატზე არიან. უნდა იფიქრონ, რომ რაც უფრო მეტს ითამაშებენ, ტურნირზე მათი ფორმა მით უკეთესი იქნება. ახლა ვარჯიში ყველას უნდა. თუ ვინმეს ტრავმის ეშინია, ვთხოვ, რომ სახლში დარჩეს, ბევრი კარგი ფილმი და სერიალია,'' - განაცხადა ანჩელოტიმ.

ხვალ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრაში ,,რეალი'' ,,ლაიფციგს'' ესტუმრება. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

4 ტურის შემდეგ, ანჩელოტის გუნდი 10 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,ლაიფციგს'' 4 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები