ანჩელოტი: ,,34 ბრაზილიელთან მიმუშავია და პრობლემები მხოლოდ ერთთან მქონდა''
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, პირველ პრესკონფერენციაზე რამდენიმე საინტერესო შეკითხვას უპასუხა.
იტალიელის თქმით, საუკეთესო ბრაზილიელი, ვისთანაც ოდესმე უმუშავია, უდავოდ რონალდოა:
მისი თამაში სანახაობრივი იყო და ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მხიარული ადამიანია.
კარლომ სხვა ბრაზილიელებზეც ისაუბრა:
ყველაზე დიდი პროფესიონალი კაფუ იყო. ვინისიუსი კი ძალიან თავმდაბალია. ამიტომ ვსაუბრობ ყველაზე ასე, რადგან ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მათ დამირეკეს, მომილოცეს და წარმატებები მისურვეს.
65 წლის სპეციალისტმა თქვა, რომ უთანხმოება მხოლოდ 1 ბრაზილიელ ფეხბურთელთან ჰქონდა, თუმცა მისი ვინაობა არ გაამხილა:
34 ბრაზილიელთან მიმუშავია და მგონი, პრობლემა არცერთთან არ მქონია... შეიძლება, ერთთან მქონდა, მაგრამ არ ვიტყვი ვისთან...
ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ ანჩელოტის დანიშვნის შესახებ განცხადება 12 მაისს გაავრცელა. იტალიელი ,,სელესაოში'' მუშაობას 26 მაისს შეუდგა.
Ancelotti: "I have trained 34 Brazilians and I have only had problems with one but Im not telling you who”
— Real Madrid Info ³⁶ (@RMadridInfo) May 27, 2025
— Globo Esporte pic.twitter.com/DTXKtcjFNl