Belive

ალონსო: ,,ეს გასული სეზონის ბოლო მატჩი იყო და არა ახალი სეზონის პირველი''

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, ხაბი ალონსომ, პარი სენ ჟერმენთან წაგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,საწყის წუთებს მთლიან მატჩზე დიდი გავლენა ჰქონდა, მე-10 წუთისთვის ჩვენთვის ყველაფერი ცუდად წავიდა. პსჟ 2 წლის განმავლობაში შენდებოდა, ჩვენ კი ახლა ვიწყებთ. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს. ამ მარცხიდან დასკვნები უნდა გამოვიტანოთ.

მომავალი წელი უკეთესი იქნება. არის დადებითი რაღაცებიც და მიუხედავად იმისა, რომ ახლა ამის თქმა რთულია, აქედან უკეთესი გუნდი მივდივართ. ეს 2024-2025 წლების სეზონის ბოლო მატჩი იყო და არა 2025-2026 წლების პირველი. შესვენების შემდეგ ახალი ეპოქა იწყება. გვინდა, შევქმნათ გუნდი, რომელიც ერთიანად ითამაშებს.'' - ხაბი ალონსო

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში პარი სენ ჟერმენმა რეალს 4 უპასუხო გოლი გაუტანა და ფინალში გავიდა.

ტურნირის ფინალურ შეხვედრაში პსჟ-ს მეტოქე ჩელსი იქნება. მატჩი კვირას, 13 ივლისს გაიმართება.

სხვა სტატიები