Belive

უპამეკანო კვარაცხელიაზე: "ჩემს კარიერაში ამაზე მეტად მეტოქესთან თამაში არასდროს გამჭირვებია"

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში პარი სენ ჟერმენმა ბაიერნს უმასპინძლა და 5:4 დაამარცხა.

პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც მატჩში თავი დუბლით გამოიჩინა და საოცარი მატჩი ჩაატარა. ხვიჩამ, რომელიც ბურთს სულ 38-ჯერ შეეხო, კარში 2-ჯერ დაარტყა, 12-დან 6 დუელი მოიგო და 19-დან 16 ზუსტი გადაცემა გააკეთა (84%).

კვარას საოცარ მატჩს ასევე გამოეხმაურა, მიუნხენის ბაიერნის ცენტრალური მცველი - დაიო უპამეკანო, რომელმაც ხვიჩასთან დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"პსჟ-ს ყველაზე სწრაფი თავდამსხმელები ჰყავს, ვინც კი ოდესმე მინახავს — მათ საოცარი დრიბლინგი შეუძლიათ.

ვიცოდი, რომ კვარა ცბიერი იყო, მაგრამ არ ველოდი, რომ ასეთი სწრაფი და ტექნიკური იქნებოდა. სიმართლე გითხრათ, დღეს იმდენი ვირბინე, რომ მგონია, ჩემი ფეხები ოფიციალურ საჩივარს აგზავნის.

ეს ჩემს საფეხბურთო კარიერაში ერთ-ერთი რთული თამაში იყო. დემბელე ელვასავით მოძრაობდა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ პსჟ-ს შეტევა სიგიჟეა“. - დაიო უპამეკანო

კვარა გახდა პირველი ფეხბურთელი პარიზული კლუბის ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 1 სეზონში 15 გოლში მიიღო მონაწილეობა - ხვიჩას ანგარიშზე 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

მიმდინარე სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით კვარა მხოლოდ ჰარი კეინსა (13) და კილიან მბაპეს (15) ჩამორჩება.

გუნდებს შორის საპასუხო მატჩი ოთხშაბათს, 6 მაისს, მიუნხენში გაიმართება.

სხვა სტატიები