Belive

,,მსოფლიოში ვერცერთი მეკარე ვერ აიღებდა'' - ჩელსის მწვრთნელი კვარაცხელიას გოლზე

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა, ლიამ როსენიორმა, პარი სენ ჟერმენთან წაგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,ჩვენი მიზანი მოგება იყო. ყველაზე მეტად იმედგაცრუებული ბოლო 2 გოლით ვარ, რადგან ეს ყველაფერს ძალიან ართულებს.

პსჟ-ს თამაში გავაანალიზეთ, ისინი ევროპის მოქმედი ჩემპიონები არიან. მათგან ძლიერ პრესინგს ველოდით, მაგრამ, ვიცოდით, რომ თუ ამ ზეწოლას თავს გავართმევდით, კარგ მომენტებს შევქმნიდით. მეტოქის მე-3 გოლამდე ეს ძალიან თანაბარი შეხვედრა იყო.

გოლებს იმპულსი და თავდაჯერებულობა მოაქვს. კვარაცხელიამ მე-4 გოლის ეპიზოდში ფანტასტიკურად შეასრულა, ამ დარტყმას მსოფლიოში ვერცერთი მეკარე ვერ მოიგერიებდა. სწორედ ასეთ დროს უნდა გახსოვდეს, რომ ეს დაპირისპირება ორმატჩიანია, მაგრამ სიმშვიდე დავკარგეთ და მე-5 გოლმა ყველაფერი ძალიან გაართულა.

არის თუ არა პსჟ-ში რაღაც ისეთი, რასაც პრემიერლიგაში ვერ ვხედავთ? პრემიერლიგაში ყოველ კვირა არ ეთამაშები ისეთ ფეხბურთელებს, როგორიც კვარაცხელია, დუე, დემბელე და ბარკოლაა. ეს საოცარი გუნდია, ევროპის ჩემპიონები არიან... სწორედ ამიტომ ვარ იმედგაცრუებული, რადგან მესამე გოლამდე ჩვენი თამაში ძალიან კარგი იყო.'' - ლიამ როსენიერი

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში პარი სენ ჟერმენმა ჩელსის უმასპინძლა და 5:2 დაამარცხა. მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.

გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 17 მარტს (სამშაბათს ღამით), ლონდონში გაიმართება.

სხვა სტატიები