Belive

ალან შირერი: "ფეხბურთელების საოცარი შემართება ამაზრზენმა გადაწყვეტილებამ არ უნდა გააქარწყლოს"

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგაზე მე-5 ტურის პირველი დღე დასრულდა. პარიზში ტურის ერთ-ერთი მთავარი მატჩი გაიმართა,სადაც "პსჟ-მ" შინ "ნიუკასლს" უმასპინძლა და მეტოქეს დაუზავდა.

შეხვედრის პირველი გოლი ინგლისელებმა გაიტანეს, რომლის ავტორიც ისაკი გახდა. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, "კაჭკაჭების" კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გოლად კილიან მბაპემ გარდასახა. საბოლოოდ, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

შეხვედრის მთავარი არბიტრის სიმონ მარჩინიაკის მიერ დანიშნულ პენალტს ინგლისურ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პოლონელი არბიტრი "ნიუკასლის" მთავარმა მწვრთნელმა ედი ჰაუმაც გააკრიტიკა.

გუშინდელ მატჩს გამოეხმაურა ინგლისური ფეხბურთისა და "ნიუკასლ იუნაიტედის" ლეგენდა ალან შირერიც.

ძალიან გთხოვ, გამეცით პასუხი. რა ჯანდაბად გვჭირდება VAR? ფეხბურთელების საოცარი შემართება და ბრძოლის სურვილი ერთმა ამაზრზენმა გადაწყვეტილებამ არ უნდა გააქარწყლოს. - განაცხადა ალან შირერმა

მე-5 ტურის შემდეგ, "დორტმუნდს" 10 ქულა აქვს და პლეი-ოფის საგზურიც გაინაღდა. მეორე ადგილზე, 7 ქულით, "პსჟ" იმყოფება. მესამე და მეოთხე ადგილს "ნიუკასლი" და "მილანი" თანაბარი - 5-5 ქულით ინაწილებენ.

სხვა სტატიები