Belive

ედი ჰაუ : პენალტი არ უნდა დაენიშნათ, განადგურებული ვარ

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში "პსჟ" "ნიუკასლს" დაუპირისპირდა, შეხვედრას თითქმის მთელი დროის განმავლობაში ინგლისილები მინიმალური სხვაობით იგებდნენ, სანამ 98-ე წუთზე მოპოვებული პენალტით კილიან მბაპემ არ ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, "ნიუკასლის" მთავარი მწვრთნელი ედი ჰაუ აღშფოთებას ვერ მალავდა და განაცხადა, რომ პენალტი დასანიშნი არ იყო:

მე ჯერ კიდევ ვცდილობ შევეგუო მატჩის ანგარიშს. თავს გაძარცვულად ვგრძნობ, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმით, რომ ფეხბურთელებმა დღეს მაქსიმუმი გააკეთეს, მათ ნამდვილი თავდადება აჩვენეს. ჩვენ უბრალოდ ძალიან არ გაგვიმართლა. პენალტი დასანიშნი არ იყო, ბურთი ჯერ მკერდს ეხება და ასეც რომ არ იყოს, მაინც არ დავდებდი, რადგან ფეხბურთელი სიტუაციასთან ძალიან ახლოს იმყოფებოდა, ამის გარდა სხვა არგუმენტების მოყვანაც შემიძლია, მაგრამ არ გავაკეთებ. ჩემი შინაგანი აზრების გამოხატვის უფლება რომ მქონდეს, უბედურება დატრიალდებოდა. ვფიქრობ, მსაჯმა პენალტის ეპიზოდამდე საქმეს კარგად გაართვა თავი და დიდი სამუშაო შეასრულა - ედი ჰაუ

აღნიშნულ შეხვედრას პოლონელი არბიტრი, შიმონ მარჩინიაკი უძღვებოდა. მე-5 ტურის შემდეგ, დორტმუნდის "ბორუსიას" 10 ქულა აქვს და გაინაღდა პლეი ოფის საგზური. მეორე ადგილზე "პსჟ" 7 ქულით იმყოფება, მესამე და მეოთხე ადგილებზე კი "ნიუკასლი" და "მილანია" თანაბარი - 5 ქულით. ბოლო ტურის შეხვედრებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან პლეი ოფში გასვლა სამივე გუნდს შეუძლია.

სხვა სტატიები