იურგენ კლოპი: "რეალთან საერთო არაფერი მაქვს - ალონსოს გამო ძალიან ვწუხვარ"
ბარსელონასთან სუპერ თასის ფინალის შემდეგ, მადრიდის რეალმა ხაბი ალონსო გაათავისუფლა. კლუბმა გადაწყვეტილების შესახებ განცხადება გაავრცელა და 44 წლის მწვრთნელი გუნდიდან გაუშვა.
ალონსომ რეალი 2025 წლის ზაფხულში, ლევერკუზენში ჩატარებული წარმატებული სეზონის შემდეგ ჩაიბარა. 44 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით მადრიდულმა გრანდმა სულ 34 შეხვედრა ჩაატარა, 24 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა, 6-ში კი დამარცხდა.
გუნდიდან ხაბი ალონსოს გათავისუფლების შემდეგ, მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი ალვარო არბელოა იქნება. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს, თუმცა, ასევე ცნობილი ხდება, რომ არბელოა მხოლოდ ზაფხულამდე იმუშავებს 'სამეფო კლუბის' მთავარ მწვრთნელად, შესაბამისად, კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე აქტიურად დაიწყო ახალი და კვალიფიციური მწვრთნელის ძიება.
ცნობილი სპორტული ჟურნალისტის - ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მადრიდის რეალმა დაიწყო მოლაპარაკებები იურგენ კლოპთან, თუმცა ამას თავად 58 წლის გერმანელი არ ადასტურებს, მეტიც - მან უარყო ყველანაირი მოლაპარაკება მადრიდულ მხარესთან:
"ალონსოს გამო ძალიან ვწუხვარ. ეს იმის ნიშანია, რომ კლუბში ბევრი რამ დასალაგებელია და 100%-ით მზად არ არიან, რომ უმაღლესი სინჯებისთვის იბრძოლონ. ყველაფერი უმაღლესი საბჭოდან უნდა დაიწყოს.
ვფიქრობ, რომ ხაბი ალონსო ბრწყინვალე მწვრთნელია და მას წინ დიდი წარმატება ელის, თუმცა ამისათვის საჭიროა, რომ სწორ კლუბში მოხვდეს.
რეალ მადრიდის ინტერესი ჩემს მიმართ?! მე რეალთან არაფერი მაქვს საერთო და ეს ინფორმაცია არასწორია. თანაც ამ ყველაფერს ის ემატება, რომ ჯერჯერობით არ ვაპირებ სამწვრთნელო კარიერაში დაბრუნებას..." - იურგენ კლოპი
აქვე შეგახსენებთ, რომ ლივერპულის დატოვების შემდეგ, იურგენ კლოპი რედ ბულის გუნდების გლობალურ საფეხბურთო დირექტორად მუშაობს.