აჩერბი პსჟ-სთან 0:5-ზე: ,,მატჩის შემდეგ, არც კი გავბრაზებულვართ''
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინტერის მცველმა, ფრანჩესკო აჩერბიმ, პარი სენ ჟერმენთან ჩემპიონთა ლიგის წაგებულ ფინალზე ისაუბრა:
,,მატჩის შემდეგ, ერთმანეთს შევხედეთ და არც კი გავბრაზებულვართ. თამაში ძალიან მალე დასრულდა, თითქოს, არც დაწყებულა... კომოსთან, სერია A-ს ბოლო ტურში, ჩემპიონობის შანსი ჯერ კიდევ გვქონდა, ამიტომ დიდი ენერგია დავხარჯეთ. ასევე, რთული მატჩები ჩავატარეთ ბარსელონასთან და ბაიერნთან.
საკუთარ თავს ვეუბნებოდით: ,,ამ ფინალს მოვიგებთ!'' ბევრი ფავორიტად სწორედ ჩვენ მიგვიჩნევდა. დაღლილობასთან ერთად, თავი ზეწოლამაც იჩინა. კარგად მომზადებული პსჟ-ს წინააღმდეგ, რომელმაც იდეალური შეხვედრა ჩაატარა, ვერაფერს გავხდით. წაგება დავიმსახურეთ, რადგან 100%-ით მზად არ ვყოფილვართ.'' - ფრანჩესკო აჩერბი
2024-2025 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში პარი სენ ჟერმენმა ინტერი 5:0 დაამარცხა. მატჩში 1 გოლის გატანა ხვიჩა კვარაცხელიამ შეძლო.