Belive

ლუის ენრიკე: ,,შესაძლოა, ჩვენ სწორედ ნამდვილი პენალტისტი გვაკლია''

4 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნანტთან მოგებული მატჩის შემდეგ, პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

ესპანელ სპეციალისტს პენალტების შემსრულებლებზეც ჰკითხეს:

,,კვარაცხელია? ალბათ, ეგონა, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩი იყო (იცინის). თუ სერიოზულად ვისაუბრებთ, სწორედ ასეთ მომენტებში ჩანს მოთამაშის დონე, კვარა კი უმაღლესი დონის ფეხბურთელია. ეს აშკარად ჩანს არა მხოლოდ მის ტექნიკურ მონაცემებში, არამედ იმ ხასიათშიც, რომელსაც ის მოედანზე ავლენს, იმაში, თუ როგორ იცავს თავს და როგორ იქცევა თამაშისას...

პენალტები? დიახ, ამ კვირაში ფეხბურთელებთან პენალტების შესახებ ვისაუბრეთ. დღეს მათ კვარას, დემბელესა და ბერალდოს შორის საუკეთესო ვარიანტი თავად აირჩიეს. მე ყველა იმ მოთამაშის მიმართ მაქვს ნდობა, ვისაც დარტყმის უნარი აქვს. გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ნამდვილი მეგოლეები არიან, თუმცა, შესაძლოა, პენალტების ხელოვნების ნამდვილი სპეციალისტი გვაკლია. რომ დავთვალო, სულ მცირე 10 მოთამაშეს შეუძლია, იყოს მეგოლე ისე, რომ აუცილებლად პენალტების სპეციალისტი არ იყოს...'' - ლუის ენრიკე

ხვიჩა კვარაცხელიამ ნანტთან 3:0 მოგებულ მატჩში დუბლი შეასრულა. კვარამ პარიზული კლუბის შემადგენლობაში პირველი პენალტი დაარტყა და გაიტანა.

პარი სენ ჟერმენი მომავალ მატჩს შაბათს, 25 აპრილს, ანჟესთან სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები