2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე პირველი ქვეყანა ცნობილია
2026 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებენ. რამდენიმე წუთის წინ დასრულებული მატჩის შემდეგ ცნობილი გახდა პირველი ქვეყანა, რომელიც მასპინძლებს შეუერთდება და მუნდიალზე იასპარეზებს.
მაშინ, როდესაც ევროპაში საკვალიფიკაციო ეტაპი მხოლოდ ახლა იწყება - აზიაში დასკვნით ფაზაში შედის და იაპონია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გადალახა და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის აზიის ზონის, C-ჯგუფის მე-7 ტურის მატჩში, იაპონიამ ბაჰრეინი 2:0 დაამარცხა და მუნდიალის საგზური ნაადრევად მიიღო. იაპონია C-ჯგუფს 19 ქულით ლიდერობს და მესამეადგილოსან საუდის არაბეთს 13 ქულით უსწრებს - შესაბამისად, საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, იაპონიამ მსოფლიო პირველობაზე თამაშის უფლება ოფიციალურად გაინაღდა.
Japan have officially 𝗤𝗨𝗔𝗟𝗜𝗙𝗜𝗘𝗗 for the 2026 World Cup 🇯🇵👏 pic.twitter.com/qtzqea6nlK
— 433 (@433) March 20, 2025