Belive

მესი: ,,ვგრძნობდი, რომ ამ მნიშვნელოვან მომენტში გუნდს იმედები გავუცრუე''

12 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ, ეგვიპტესთან მოგებულ მატჩზე ისაუბრა.

ლეომ განსაკუთრებული ყურადღება გაფუჭებულ თერთმეტმეტრიანზე გაამახვილა:

,,სიმართლე ისაა, რომ ეს ყველასთვის დიდი შვებაა... საშინელ ბრაზს ვგრძნობდი იმ გაფუჭებული პენალტის გამო და იმის გამოც, თუ როგორ შევასრულე ის. ვგრძნობდი, რომ ამ მნიშვნელოვან მომენტში გუნდს იმედები გავუცრუე. მაგრამ, საბედნიეროდ, ღმერთის დახმარებით, ანგარიშის გათანაბრება მაინც შევძელი.

ეს იყო უდიდესი შვება და უზომო სიხარული ჩვენთვის და იმ გულშემატკივრებისთვის, რომლებიც ყოველდღე ამტკიცებენ, რას ნიშნავს იყო არგენტინელი.“ - ლეო მესი

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში არგენტინის ნაკრებმა ეგვიპტე 2-ბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად, 3:2 დაამარცხა და 1/4-ფინალში გავიდა.

მომდევნო ეტაპზე მოქმედი ჩემპიონების მეტოქე შვეიცარია იქნება, რომელმაც კოლუმბიას პენალტების სერიაში მოუგო.

სხვა სტატიები