არგენტინის ნაკრების შემადგენლობა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
მეკარეები: ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა), ხერონიმო რული (მარსელი), ხუან მუსო (ატლეტიკო მადრიდი)
მცველები: კრისტიან რომერო (ტოტენჰემი), ლისანდრო მარტინესი (მანჩესტერ იუნაიტედი), ნიკოლას ოტამენდი (ბენფიკა), ნაუელ მოლინა (ატლეტიკო მადრიდი), ნიკოლას ტალიაფიკო (ლიონი), გონსალო მონტიელი (რივერ პლეიტი), ფაკუნდო მედინა (მარსელი), ლეონარდო ბალერდი (მარსელი)
ნახევარმცველები: ვალენტინ ბარკო (სტრასბურგი), ეზეკილ პალასიოსი (ლევერკუზენი), როდრიგო დე პოლი (ინტერ მაიამი), ლეანდრო პარედესი (ბოკა ხუნიორსი), ალექსის მაკ ალისტერი (ლივერპული), ენცო ფერნანდესი (ჩელსი), ჯოვანი ლო სელსო (რეალ ბეტისი)
შემტევები: ლეო მესი (ინტერ მაიამი), ხულიან ალვარესი (ატლეტიკო მადრიდი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), ნიკოლას გონსალესი (ატლეტიკო მადრიდი), ნიკო პასი (კომო), ჯულიანო სიმეონე (ატლეტიკო მადრიდი), ტიაგო ალმადა (ატლეტიკო მადრიდი), ხოსე მანუელ ლოპესი (პალმეირასი)
#SelecciónMayor Con toda la fuerza de los argentinos 💪🏻🇦🇷 pic.twitter.com/84Lh03BgxH
— 🇦🇷 Selección Argentina ⭐⭐⭐ (@Argentina) May 28, 2026
არგენტინის ეროვნული ნაკრები J ჯგუფშია, სადაც ავსტრიის, ალჟირის და იორდანიის ეროვნული ნაკრები გუნდების წინააღმდეგ ითამაშებს.
მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარე წლის ივნისში დაიწყება და ჩრდილოეთ ამერიკის სამ ქვეყანაში – აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ჩატარდება. ტურნირი 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება.