Belive

2-ჯერ აკიდებული პენალტი | საბა გოგლიჩიძის შეფასება იუვენტუსის წინააღმდეგ

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერია A-ს მე-9 ტურში იუვენტუსმა უდინეზეს უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

სტუმართა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა საბა გოგლიჩიძემ, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა.

სამწუხაროდ, ქართველმა მცველმა შეხვედრაში 2 პენალტი აიკიდა - საბამ მე-4 წუთზე წესები ვლაჰოვიჩის წინააღმდეგ დაარღვია, თამაშის მიწურულს კი საჯარიმოში ილდიზი წააქცია.

Sofascore-მა გოგლიჩიძის თამაში 5 ქულით (ყველაზე დაბალი მატჩში) შეაფასა. საბამ, რომელიც ბურთს სულ 52-ჯერ შეეხო, კარისკენ 2-ჯერ დაარტყა (ერთხელ კარში), 7-დან 4 დუელი მოიგო და 41-დან 34 ზუსტი გადაცემა (83%) გააკეთა.

ასევე ყველაზე დაბალი, 5.4 და 5.1-ქულიანი შეფასებები დაიმსახურა 21 წლის ფეხბურთელმა Whoscored-სგან და Flashscore-სგან.

უდინეზე მომავალ მატჩს შაბათს, 1 ნოემბერს, ატალანტას წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები