Belive

იუვენტუსი და ლევანდოვსკი მოლაპარაკებებს გამართავენ

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

რობერტ ლევანდოვსკიმ უნდა გადაწყვიტოს, დაეთანხმოს თუ არა ბარსელონას მიერ შეთავაზებულ ახალ კონტრაქტს, ან დაიწყოს ახალი თავგადასავალი, იქნება ეს MLS-ში, საუდის არაბეთსა თუ იტალიის სერია A-ში. ბოლო დღეებში, იტალიიდან, პოლონელი თავდამსხმელით ინტერესდებიან.

ბარსამ ლევანდოვსკის ერთწლიანი კონტრაქტის განახლება უფრო დაბალი ფინანსური პირობებით შესთავაზა, ასევე ის უნდა დათანხმდეს მეორეხარისხოვან როლს, რომელსაც ის, ფაქტობრივად, უკვე ასრულებს ამ სეზონში. "

პოლონელის გადაწყვეტილებაზე დიდ გავლენას ახდენს ის ფაქტი, რომ იტალიიდან მიღებული შეთავაზებები გაცილებით მიმზიდველია როგორც ფინანსური, ასევე სპორტული შესაძლებლობების თვალსაზრისით. იუვენტუსი არის ის კლუბი, რომელიც უკვე დაუკავშირდა ლევანდოვსკის აგენტს, პინი ზაჰავის.

ფეხბურთელის აგენტი უახლოეს დღეებში შეხვდება იუვენტუსის წარმომადგენლებს, რათა მოისმინოს 'ბებერი ქალბატონის" შეთავაზება, რომელიც, Tuttosport-ის ცნობით, 6 მილიონი ევროს ოდენობის წლიურ კონტრაქტს, ბონუსებსა და იმის გარანტიას მისცემს, რომ ისინი პოლონელს 'პირველ თავდამსხმელად' განიხილავენ.

ლევანდოვსკიმ უკვე იცის, რომ ბარსელონას შეთავაზება არ გაუმჯობესდება, რადგან კლუბი ამ ზაფხულს, ტრანსფერებში ფულის დახარჯვას აპირებს.

სხვა სტატიები