Belive

ვლაჰოვიჩი: ,,მინდა, რომ იუვენტუსმა ჩემით იამაყოს''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,იუვენტუსის'' ახალწვეულმა, დუშან ვლაჰოვიჩმა, ტურინულ გუნდში გადასვლაზე ისაუბრა:

,,იუვენტუსი სიამაყეს, ტრადიციასა და ოჯახს წარმოადგენს. გუნდი ერთი წუთითაც არ დანებებულა. მწვრთნელებისა და თანაგუნდელების განკარგულებაში ვარ და ვეცდები, მათ რაც შეიძლება მალე დავეხმარო. დღეს ჩემი დაბადების დღეა (28 იანვარი) - ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დაბადების დღე, რაც კი ოდესმე მქონია. მინდა, რომ იუვენტუსმა ჩემით იამაყოს. ჩვენ ყოველთვის ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლებთ,'' - ვლაჰოვიჩის სიტყვებს ტურინული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
,,იუვენტუსს'' ,,ფიორენტინასთვის'' ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ 70 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, რასაც ბონუსების სახით, შესაძლოა, 10 მილიონი დაემატოს. სერბი ფეხბურთელის ანაზღაურება ახალ გუნდში 7 მილიონი ევრო იქნება.

სხვა სტატიები