Belive

ჯანლუიჯი ბუფონი: "ჩემი მხარდაჭერა სპალეტის - ის მსოფლიოში საუკეთესოა"

1 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

იტალიის სერია A-ს მე-8 ტურის შეხვედრაში ლაციომ იუვენტუსი 1:0 დაამარცხა. ტურინულ გუნდს ცუდი პერიოდი უდგას, მათ ყველა ტურნირის ეგიდით ბოლო 8 მატჩში 5 ფრე და 3 მარცხი აქვთ.

იტალიურ წყაროებში ბოლო დროს ხშირად იწერებოდა იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის, იგორ ტუდორის გათავისუფლების შესახებ, ასეც მოხდა - 47 წლის ხორვატი კლუბიდან გაათავისუფლეს, მას წარუმატებელი პერიოდი აღარ აპატიეს.

იტალიურ პრესაში აქტიურად იწერება, რომ იუვენტუსის ახალ მთავარ მწვრთნელად, ძალიან გამოცდილ - ლუჩანო სპალეტის განიხილავენ, რომელმაც პირველადი ინფორმაციით, იუვენტუსის წინადადება განიხილა და მზად არის, რომ კლუბი ჩაიბაროს. ამ საკითხზე კი 'ბებერი ქალბატონების' მესვეურები და ძალიან გამოცდილი 66 წლის იტალიელი დღეს შეხვდებიან.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლუჩანო სპალეტიმ და იუვენტუსმა უკვე შეათანხმეს კონტრაქტის პირობები, 66 წლის მწვრთნელი კლუბთან 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის გათვალისწინებითაც, სასურველი შედეგის მიღწევის შემთხვევაში, +2 წლიან კონტრაქტს შესთავაზებენ.

ლუჩანო სპალეტის შესაძლო იუვენტუსში დანიშვნასთან დაკავშირებით, ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ - ჯანლუიფი ბუფონმა ისაუბრა.

"ჩემი აზრით, ლუჩანო იდეალური მწვრთნელია ნებისმიერი დიდი კლუბისთვის, რომელსაც სურს ამბიციის შენარჩუნება. მასთან ერთად ბევრს არაფერს დაკარგავთ. ეს შესანიშნავი პროფესიონალური არჩევანი იქნებოდა.

ის შესანიშნავი ადამიანი და შესანიშნავი მწვრთნელია. სპალეტი საუკეთესოა მსოფლიოში გამოცდილების, ქარიზმისა და ავტორიტეტის თვალსაზრისით“. - ჯანლუიჯი ბუფონი

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონი ტურინის იუვენტუსის, იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ფეხბურთის უდიდესი ლეგენდაა.

იგი ლუჩანო სპალეტისთან ერთად იტალიის ეროვნულ ნაკრებში მუშაობდა, სადაც სპალეტიმ იგი დამხმარე მწვრთნელად წაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი წლების განმავლობაში: ემპოლის, სამპდორიას, ვენეციას, უდინეზეს, რომას, ზენიტის, ინტერისა და ნაპოლის მწვრთნელი იყო, ბოლოს კი 2023-2025 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებში იმუშავა.

მან 2022/2023 წლების სეზონში ნაპოლისთან ერთად სკუდეტო მოიგო, შემდეგ კი იტალიის ნაკრებში მიაშურა, თუმცა ივნისიდან იგი გუნდის გარეშეა.

სხვა სტატიები