MARCA: "სიმეონემ თავის ფეხბურთელებს იამალის პროვოკაციაზე წამოგება დაავალა"
ოთხშაბათს, 8 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, ბარსელონა ატლეტიკოს უმასპინძლებს, მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.
პრინციპული და მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ესპანური გამოცემა "Marca" ძალიან საინატერესო სტატიას ავრცელებს, სადაც წერია, რომ დიეგო სიმეონემ, მის შეგირდებს ლამინ იამალის პროვოცირება დაავალა.
მიზეზი მარტივია - თუ დღეს იამალი ყვითელ ბარათს მიიღებს, საპასუხო მატჩში დისკვალიფიცირებული იქნება, შესაბამისად მატჩი მონაწილეობას ვერ მიიღებს.
🚨 𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: Diego Simeone has instructed his players to provoke Lamine Yamal tonight!
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) April 8, 2026
If he receives a yellow card he would get suspended for the return leg.
— @sport pic.twitter.com/zuWHUBHI6i
გარდა "Marca"-სა, ამ ინფორმაციას არაერთ ესპანურ სპორტულ გამოცემაში წააწყდებით, რაც ნამდვილად ძალიან საინტერესოა.
საინტერესოა თუ როგორ განვითარდება ესპანური 1/4-ფინალი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ისინი ერთმანეთს ლა ლიგაში დაუპირისპირდნენ და ძალიან დრამატული მატჩი გაიმართა თავისი წითელი ბარათით/ებით (ბარსელონას წითელი ბარათი VAR-ზე გაუქმდა).
ესპანური 1/4-ფინალური მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე დღეს საღამოს 23:00 საათზე, კამპ ნოუზე შედგება.