Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ტურნირის ნახევარფინალშია!

1 დღის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ჩინეთში მიმდინარე ჟენგდუს 250-იან ტურნირზე, ბრწყინვალედ ასპარეზობს ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოს ბასილაშვილი.

ტურნირის მეოთხედფინალში ბასილაშვილი ამერიკელ ჯენსონ ბრუკსის დაუპირისპირდა და 2 სეტში (6:4 | 7:6) დაამარცხა. მატჩი საათსა და 34 წუთს გაგრძელდა.

ნიკოლოზი ზედიზედ 5 შეხვედრის მოგებით მოდის: ჯერ 2 მოიგო ჟენგდუს საკვალიფიკაციოზე, ახლა კი ზედიზედ 3 გამარჯვება აქვს - ძირითად ბადეში.

ნახევარფინალში ბასილაშვილის მეტოქე ალექსანდრ მიულერსა და ალეხანდრო ფოკინას შორის გამარჯვებული იქნება. ამ მომენტისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილი, რეიტნგის 145-ე ნომერია. ბოლო 4 წლის განმავლობაში, ეს ქართველის პირველი ნახევარფინალია ATP ტურნირებზე.

სხვა სტატიები