Belive

ბრწყინვალე გამარჯვება | ბასილაშვილი ჩინეთის ტურნირის 1/8-ფინალში გავიდა

1 დღის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთში მიმდინარე ჩენგდუს 250-ქულიანი ტურნირის ძირითად ბადეში პირველი გამარჯვება მოიპოვა და 1/8-ფინალში გავიდა.

ბასილაშვილმა 1/16-ფინალში, მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 60-ე ჩოგანი, სერბი - მიომირ კეჩმანოვიჩი 2 სეტში 6:7, 3:6 დაამარცხა. დაპირისპირება 1:34 საათი მიმდინარეობდა.

ნიკამ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და 1/8-ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე, ნიდერლანდელი - ბოტიკ ვან დე ზანდსხულპი იქნება, რომელიც შეჯიბრის მე-4 ნომრად არის განთესილი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თუ ბასილაშვილი შეძლებს და ამ შეჯიბრს მოიგებს, იგი მსოფლიო რეიტინგის 90-ეულში აღზევდება.

სხვა სტატიები