ზედიზედ მე-4 გამარჯვება | ბასილაშვილი 250-ქულიანი ტურნირის 1/4-ფინალშია
14 საათის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთში მიმდინარე ჩენგდუს 250-ქულიანი ტურნირის ძირითად ბადეში მეორე გამარჯვება მოიპოვა და 1/4-ფინალში გავიდა.
ბასილაშვილმა 1/8-ფინალში, მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 40-ე ჩოგანი, ნიდერლანდელი - ბოტიკ ვან დე ზანდსხულპი 2 სეტში 6:4, 7:5 დაამარცხა. დაპირისპირება 1:27 საათი მიმდინარეობდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ნიდერლანდელი ჩოგბურთელი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფებოდა და სულ რამდენიმე კვირის წინ, US OPEN-ის 1/4-ფინალში ითამაშა.
ნიკამ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე, ამერიკელი - ჯენსონ ბრუკსბი იქნება, რომელიც შეჯიბრზე განუთესავია.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თუ ბასილაშვილი შეძლებს და ამ შეჯიბრს მოიგებს, იგი მსოფლიო რეიტინგის 90-ეულში აღზევდება.