Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის 250-ქულიანი ტურნირის ძირითად ბადეშია

2 დღის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთში მიმდინარე ჩენგდუს 250-ქულიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია და ძირითად ბადეში იასპარეზებს. ბასილაშვილმა ფინალში იტალიელი მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 170-ე ჩოგანი ფედერიკო ჩინა 2 სეტში 6:3, 6:2 დაამარცხა. დაპირისპირება 0:58 საათი მიმდინარეობდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად ATP რეიტინგის 145-ე ნომერია, ჯერჯერობით თუ ვინ იქნება ძირითად ბადეში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე უცნობია.

ჩენგდუს ტურნირი 250 ქულიანია და მისი საპრიზო თანხა 1 210 115 მილიონ დოლარს შეადგენს.

სხვა სტატიები