პირველი გამარჯვება და კვალიფიკაციის ფინალი | ბასილაშვილმა ჩინეთში მოიგო
საქართველოს #1 ჩოგანი - ნიკოლოზ ბასილაშვილი, ჩინეთის 250-ქულიან შეჯიბრზე ასპარეზობაში კვალიფიკაციიდან ჩაერთო, რომლის საპრიზო თანხაც $1,210,115 დოლარს შეადგენს.
ბასილაშვილს ძირითად ბადეში მოსახვედრად 2 მატჩის მოგება სჭირდებოდა, რომ ძირითად ბადეში მოახერხა - საქმე ნახევრად შესრულებულია. ნიკამ კვალიფიკაციის 1/2-ფინალში, მასპინძელი - ლუ ჰანლეი 2 სეტში: 6:2 ; 6:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე, იტალიელი - ფედერიკო სინა იქნება, რომელიც კვალიფიკაციაში მეხუთე ნომრად არის განთესილი (თავად ნიკა კი მე-4 ნომერია).
ჩენდუს ტურნირი ATP ტურში 2016 წლიდან ტარდება - შეჯიბრის მოქმედი გამარჯვებული, ჩილელი - ალესანდრო ტაბილოა, რომელმაც 2025 წელს ფინალში ლორენცო მუსეტი 3 სეტში დაამარცხა.
რაც შეეხება წლევანდელ გათამაშებას, ამ შეჯიბრზე ძირითად ბადეში მონაწილეობას იღებენ ისეთი ჩოგბურთელები, როგორებიც არიან: ვალენტინ ვაშერო, ალექსანდრო დავიდოვიჩ ფოკინა, ჰუბერტ ჰურკაჩი, დენის შაპოვალოვი, ალესანდრო ტაბილო, ნუნო ბორხესი და სებასტიან ბაეზი.