Belive

ეკატერინე გორგოძემ ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციო გამარჯვებით დაიწყო

3 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ქართველი ჩოგბურთელი, ეკატერინე გორგოძე, ამერიკის ღია პირველობის ძირითად ბადეში მოსახვედრად იბრძვის. საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში გორგოძის მეტოქე ბრიტანელი, ჰიტერ უოტსონი იყო (რეიტინგის 161-ე ნომერი). ეკატერინემ მეტოქე 3 სეტში (3:6 | 6:3 | 6:4) დაამარცხა და მეორე რაუნდის საგზური მოიპოვა.

მატჩი 2 საათსა და 27 წუთს გაგრძელდა - გორგოძემ 4 ეისი მოაწოდა და მხოლოდ ერთხელ დაუშვა ორმაგი შეცდომა. ქართველი WTA-ის 226-ე ჩოგანია, მეორე რაუნდში მისი მეტოქე ასევე ბრიტანელი, ფრანჩესკა ჯონსი იქნება (86-ე ნომერი).

სხვა სტატიები