ალკარასი და სინერი დიდი სლემის ფინალში ზედიზედ მესამედ ითამაშებენ
სინერი და ალკარასი ზედიზედ მესამე დიდი სლემის ფინალში ითამაშებენ. აქამდე ეს მხოლოდ ჯოკოვიჩსა და ნადალს ჰქონდათ გაკეთებული.
ესპანელი და იტალიელი ჩოგბურთელები ამჯერად ამერიკის ღია პირველობის ტიტულს შეუტევენ. ეს მათთვის ზედიზედ მესამე დიდი სლემის ფინალია, ალკარასმა როლან გაროსი მოიგო, ხოლო სინერმა - უიმბლდონი.
ღია თასების ეპოქაში (1968 წლის შემდეგ, როდესაც პროფესიონალ ჩოგბურთელებს დიდ სლემებზე მონაწილეობის უფლება მიეცათ), მხოლოდ ნოვაკ ჯოკოვიჩს და რაფაელ ნადალს უთამაშიათ ზედიზედ სამი დიდი სლემის ფინალში. ისინი მიყოლებით ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს - 2011 წლის უიმბლდონიდან 2012 წლის როლან გაროსამდე.
საერთო ჯამში, ჩოგბურთის ისტორიაში, ზედიზედ სამი დიდი სლემის ფინალი ითამაშეს როი ემერსონმა და ფრედ სტოლმა (1964), ასევე როდ ლეივერმა და როი ემერსონმა (1961-1962).
სინერისა და ალკარასის პირად შეხვედრებში უპირატესობას ესპანელი ფლობს (9:5).
CARLOS ALCARAZ VS. JANNIK SINNER 🎾
— ESPN (@espn) September 6, 2025
For the THIRD straight time at a major men's singles final this year 😱 pic.twitter.com/DM5Zee95Ok